Saturday, May 15, 2010

1. პროექტის სახელი . თურქეთი , საქართველო, დრო, ადამიანები

2. პროექტის მოკლე წერა. მოსწავლეები შეისწავლიან "უჰაჯირ" (გადასახლებული) ქართველების შთამომავლების ცხოვრებას, მათი სამშობლოს მონატრების განცდილ მწარე მომენტებს, მათ მოგონებებს და იმ ფასეულობებს, რომელთაც დრო ჟამი ვერაფერს შეცვლის. გაიღრმავებენ ცოდნას/დაგეგმავენ საინტერესო ღონისძიებებს.

ს ქრთველები, რომლებიც უცხოეთის ცის ქვეშ დაიბადნენ, გაიზარდნენ და დავაჟკაცდნენ, სიამაყით ამბობენ, რომ გურჯები არიან, გული შესტკივათ საქართველოზე და ოცნებობენ, რომ მათი გურჯისტანი მდიდარი და ძლიერი ქვეყანა იყოს.


3. პროექტის სრული აღწერა: თურქი ქართველების ახლანდელი ცხოვრების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსწავლისათვის. ისინი აუდიო და ვიდეო მასალით გაეცნობიან თურქი ქართველების ღვაწლს საქართველოს წინსვლის საქმეში, სკოლაში ჩატარდება ღონისძიებები: კონფერენცია, მოეწყობა სასწავლო ექსკურსია სტამბულში იმ მოსწავლეთა წასახალისებლად. რომლებიც თავს გამოიჩენენ პროექტის გაკეთებაში.

4. მოსწავლის ასაკი: მე-9 კლასის მოსწავლეები.

5. ვადები, ხანგრძლივობა: 2 თვე (2010 წლის მაისი_ივნისი.)

6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
შეიქმნება საპროექტო ჯგუფი;

განაწილდება ფუნქციები, ვინ იქნება კონკრეტულ საქმიანობასა და შედეგებზე პასუხისმგებელი;

ვინ რა ღონისძიებას მოამზადებს და როდის;

ვინ იქნება შემსრულებელი;

ვინ იქნება პროექტის პრეზენტატორი;

ვინ წარმოაჩენს შეფასებას, ანგარიშს ჩატარებული საქმიანობის შესახებ.

7. მოსალოდნელი შედეგები:

ჩატარდება კონფერენცია;

მოეწყობა სასწავლო ექსკურსია ისტამბულში.

8. სარგებ სხვებისათვის:
შესაძლებლობა ექნებათ თურქეთში მცხოვრები ქართველების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვებ_გვერდის ნახვის, სადაც გაეცნობიან სამშობლოსგან მოწყვეტილ თანამემამულეთა საქმიანობას, რომ მათმა წინაპრებმა ახალ თაობებს სამშობლოს სიყვარული ზეპირსიტყვიერად გადასცეს და უფრო მეტიც, მათ შეძლეს შთამომავლობაში ჩაედოთ მარცვალი მშობლიური კუთხის, წინაპრებისა და ახლობლების სიყვარულის შესახებ.

ისარგებლებენ ვებ_გვერდზე განთავსებული მასალებით;

დაესწრებიან სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებს;

9. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

10 მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
სხვა სკოლებს შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში ან განახორციელონ საკუთარ სკოლაში.

11. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, უცხოენა. ქართ.


12. პროექტისავტორი: ანა ხუციშვილი

13.ავტორის ელ.ფოსტა: khutsishvilianna@gmail.com


14.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: khutsishvilianna.blogspot.com


No comments:

Post a Comment